თავში

ჰაერის დაბინძურება გულის დაავადებების რისკს ზრდის - კვლევა

ჰაერის დაბინძურება გულის დაავადებების რისკს ზრდის - კვლევა
ჰაერის დაბინძურება გულის დაავადებების რისკს ზრდის - კვლევა

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა თუ როგორ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება და ხმაური გულის დაავადებების განვითარებაზე. კვლევის შედეგებს სამეცნიერო ჟურნალი American Heart Association აქვეყნებს.

მეცნიერებმა 44 წელს გადაცილებული 22 ათასი ჯანდაცვის მუშაკის მონაცემები შეისწავლეს. კვლევით დადასტურდა, რომ ჰაერის დაბინძურება გულის დაავადებების რისკს ზრდის.

კერძოდ, დადასტურდა, რომ ჰაერის დაბინძურებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირი მართლაც არსებობს. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ხმაურის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს გულის შეტევის რისკი 7%-ით. 

შედეგების თანახმად, დაახლოებით 500 ადამიანს განუვითარდა გულის უკმარისობა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იყვნენ ყოფილი მწეველები და მაღალი წნევის მქონე ადამიანები: მათი გულის დაავადების რისკი გაიზარდა 72%-ით. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხეა. მხოლოდ ჰაერის დაბინძურებით, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, ყოველ წუთს 13 ადამიანი იღუპება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system