თავში

ჰოლივუდს სურდა, რომ ჰარიეტ ტაბმენის ბიოგრაფიაში მთავარი როლი ჯულია რობერტს შეესრულებინა

ჰოლივუდს სურდა, რომ ჰარიეტ ტაბმენის ბიოგრაფიაში =
ჰოლივუდს სურდა, რომ ჰარიეტ ტაბმენის ბიოგრაფიაში მთავარი როლი ჯულია რობერტს შეესრულებინა

ჰოლივუდის სტუდიის წარმომადგენლებმა ჯულია რობერტსს, აფრო-ამერიკელი აქტივისტის ჰარიეტ ტაბმენის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლის შესრულება შესთავაზა. სცენარის ავტორი გრეგორ ალენ ჰოვარდი ჰარიეტის ცხოვრების შესახებ ფაქტებს 26 წელი აგროვებდა, რათა ის დიდ ეკრანზე გადმოეტანა. 

„მე მინდოდა დავბრუნებოდი ჰარიეტ ტაბმენის ცხოვრებას, რომლის შესახებაც კოლეჯში ვისწავლე და ეს ისტორია აქტიურ-სათავგადასავლო ფილმად მექცია. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის“კლიმატი“ სულ სხვანაირი იყო, მე ჩემი იდეის შესახებ სტუდიის დირექტორს ერთ-ერთ შეხვედრაზე მაინც ვუამბე. სცენარი ფანტასტიკურია და მოდი, მთავარი როლი ჯულია რობერტსმა შეასრულოს“, - აღნიშნა ალენმა.

როცა ამის შესახებ სხვადასხვა აზრმა გაიელვა, ჰოვარდმა უპასუხა, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ახლა განსხვავებას ვერავინ შეამჩნევდა. 

კასტინგის შემდეგ ჰარიეტის როლი, საბოლოოდ ბრიტანელმა მსახიობმა სინტია ერივომ მიიღო. ფილმში ასევე ჯანელ მონე, ლესლი ოდომ უმცროსი, ჯენიფერ ნეტლსი, ჯო ალვინ და კლარკ პიტერსიც მონაწილეობენ. 

ტაბმენი მონობას გაექცა და აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბის დახმარებით თავისუფლება ათასობით მონას აჩუქა. მან ამერიკის ისტორიაში ბევრი რამ შეცვალა. ფილმის ნახვა კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. 

ფილმის ოფიციალური თრეილერი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system