თავში

ია ფარულავა: რა ლამაზი ხარ, რა კარგი ხარ - მთელი ცხოვრებაა ეგ მესმის

​ია ფარულავა: რა ლამაზი ხარ, რა კარგი ხარ - მთელი ცხოვრებაა ეგ მესმის
ია ფარულავა: რა ლამაზი ხარ, რა კარგი ხარ - მთელი ცხოვრებაა ეგ მესმის

"არის კიდევ ისეთი ვარიანტი, როდესაც ადამიანი მიმართავს პლასტიკურ ქირურგს, იმიტო კი არა, რომ პრობლემა მაქვს და მიშველე, ძალიან ხშირად არის, რომ სამსახურისთვის სჭირდება. რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, იმიტომ, რომ იქ კოლეგები, ახალგაზრდები ჰყავს. ამერიკაში არის ხშირად, რომ გაიჭიმა სახე იმიტომ, რომ სამსახურზე ინტერვიუ აქვს და უკვე აღარ არის ისეთ ასაკში, როგორც ახალგაზრდობაში და ასე გავიდა ინტერვიუზე" , - მსახიობმა ია ფარულავამ სილამაზესა და კარიერაზე ისაუბრა. 

სატელევიზიო შოუში "მენტალური ომები" მან გაიხსენა ჰოლივუდში ცხოვრების პერიოდი, როდესაც სამსახიობო კარიერას იწყობდა.

"როდესაც ძალიან დიდი სურვილი გაქვს, რომ გაარღვიო უხილავი ბარიერები და იქ რაღაც შექმნა... იყო იქ პატარ-პატარა მცდელობები. ამ დროს როდესაც გეუბნებიან, რა ლამაზი ხარ, რა კარგი ხარ, რა ლამაზი ხარ, რა კარგი ხარ და მთელი ცხოვრებაა სულ ეგ მესმის და უკვე არ მაინტერესებს არც კომპლიმენტი, არც არაფერი... იმ პერიოდში ძალიან განვიცდიდი იმას, რომ მე ვიყავი სულ უარყოფილი. ამან, რაღაცნაირად დაღი დაასვა იმ პერიოდში ჩემს ფსიქიკას.

ამას კიდევ დაემატა ნოსტალგია. აქ იყო ომი, საქართველოში, ეს ყველაფერი გადავლახე", - თქვა ია ფარულავამ. 

ფოტო: ნიჭიერი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system