თავში

იაპონიამ NASA-ს ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები გადასცა

იაპონიამ NASA-ს ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები გადასცა
იაპონიამ NASA-ს ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები გადასცა

იაპონური კოსმოსური სააგენტო JAXA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ასტეროიდ რიუგუზე მოპოვებულ ნიადაგის ნიმუშებს აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) გადასცემენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო NHK იუწყება.

კაფსულა ასტეროიდის ნიმუშებით დედამიწაზე გასული წლის 6 დეკემბერს დაბრუნდა. იაპონიის კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები და თანამშრომლები მათ შესწავლას ამ დრომდე განაგრძობენ. 

ხოლო ასტეროიდის მცირე ნაწილს შესასწავლად NASA-ს გაუგზავნიან. NASA-სთვის გაგზავნილი ასტეროიდის ნიმუშის მასა 0,5 გრამს შეადგენს.

JAXA-ში აცხადებენ, რომ იაპონიაში ჩატარებული კვლევები ასტეროიდ რიუგუზე წყლისა და სხვა ორგანული ნაერთების არსებობაზე მიუთითებს.

ასტეროიდი რიუგუ ასტრონომებმა 1999 წლის 10 მაისს აღმოაჩინეს. 900 მეტრიანი ასტეროიდისკენ იაპონური კოსმოსური აპარატი “ჰაიაბუსა2” 2014 წლის დეკემბერში გააგზავნეს. დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ რიუგუმდე მან 2018 წლის ივნისში ჩააღწია. მისიის მიზანი ასტეროიდის გრუნტის ნიმუშების შეგროვება იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system