თავში

იაპონური კოვიდ ვაქცინა მუდმივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს

იაპონური კოვიდ ვაქცინა მუდმივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს
იაპონური კოვიდ ვაქცინა მუდმივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს

იაპონელმა მკვლევარმა, მიჩინორი კოჰარამ გადაწყვიტა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩუტყვავილას ვაქცინის საფუძველზე შეექმნა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა Interesting Engineering აქვეყნებს.

იმისდა მიუხედავად, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ თანამედროვე ვაქცინები კორონავირუსით გამოწვეულ სერიოზულ დაავადებას და სიკვდილიანობის შემთხვევებს საგრძნობლად ამცირებს, ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ,  ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. 

ამის საპირისპიროდ, ვაქცინას, რომელსაც იაპონელი მეცნიერი ავითარებს, შეუძლია ვაქცინაციიდან ერთი კვირის განმავლობაში  ძლიერი განეიტრალებული ანტისხეულები წარმოქმნას და  უჯრედული იმუნიტეტი გააძლიეროს.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებული თაგვები ინარჩუნებენ ანტისხეულების მაღალ დონეს 20 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში (თაგვების სიცოცხლისუნარიანობის სავარაუდო პერიოდი).

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ ახალ ვაქცინას სხვა პრეპარატებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს და ტრანსპორტირებისთვის ცივი ტემპერატურა არ სჭირდება.

თუმცა, ვაქცინის კლინიკური კვლევები 2023 წლამდე არ დაიწყება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვაქცინა მასიურ წარმოებაში შეიძლება 2024 წლიდან ჩაეშვას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system