თავში

იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ფეხი მოახერხეს

იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ფეხი მოახერხეს
იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ფეხი მოახერხეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ფეხი მოახერხეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შვედი ფორვარდის ქანდაკებას უცნობმა პირებმა ჯერ ფეხები მოახერხეს, შემდეგ კი თოკი მოაბეს და მისი წაქცევა სცადეს.

„ვიღაც ცდილობდა ძეგლისთვის ფეხები მოეხერხა. ახლა არსებობს ქანდაკების წაქცევის რისკი, ამიტომაც ის შემოვღობეთ“, – განაცხადა მალმიოს პოლიციის წარმომადგენელმა.

„მალმიოს“ გულშემატკივრები ისევ გამოხატავენ უკიდურეს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ იბრაჰიმოვიჩი სტოკჰოლმის კლუბ „ჰამარბიუს“ თანამფლობელი გახდა. ცოტა ხნის წინ, ფანებმა ზლატანის ქანდაკებას უნიტაზის თავსახური ჩამოაცვეს, აგრეთვე, ძეგლის დაწვა სცადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system