თავში

იღებთ დანამატებს? - ნახეთ, რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება

იღებთ დანამატებს? - ნახეთ, რამდენად უსა
იღებთ დანამატებს? - ნახეთ, რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება

საკვები დანამატი შეიძლება ზიანის მომტანი იყოს თუ მასი მიღება სპეციალისტთან კონსულტაციის და საჭირო გამოკვლევების გარეშე მოხდება, რადგან ვიტამინების არამხოლოდ ნაკლებობაა საზიანო, არამედ მეტობაც.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ საკვები დანამატი არის დანამატი და არა ჩამნაცვლებელი. მხოლოდ დაბალანსებული კვება არის ბაზა, რომელზეც უნდა დაემატოს საკვები დანამატები.

ვიტამინების და მათი შემცველი საკვები პროდუქტები:

A ვიტამინი - კარგია მხედველობისა და კანისთვის. იგი ასევე ანტიოქსიდანტია. მისი კარგი წყაროა - ღვიძლი, კვერცხის გული, კარაქი, რძე და ყველი (საუკეთესოა თუ ისინი ცხოველური წარმოშობის იქნება)

B ვიტამინი - ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, ხელს უწყობს პროტეინის მონელებას და ჯანმრთელი ღვიძლის საწინდარია. უხვადაა ღვიძლში, კვერცხსა და რძეში

C ვიტამინი - ანტიოქსიდანტი, რომელიც საუკეთესოა დეტოქსისთვის და იმუნური ფუნქციის გამართულად მუშაობას უწყობს ხელს. მიიღეთ ცოცხალი ხილი, განსაკუთრებით ფორთოხალი.

D ვიტამინი - ცხიმთან ერთად შეითვისება და მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გამართულად მუშაობისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის სრულად ათვისებას. საუკეთესო წყარო არის მზე. მიირთვით კარაქი, კვერცხი, ღვიძლი.

საბოლოო დასკვნა, რომელიც ათასობით კვლევაზეა დაფუძნებული ასეთია : საკვები დანამატები არ ანაცვლებს სრულფასოვან კერძებს. ნუტრიციოლოგისტები და ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტები გვირჩევენ მინიმუმადე დავიყვანოთ საკვები დანამატების მიღება და რეკომენდაციას უწევენ ჯანსაღ და დაბალნსებულ კვებას. ხოლო თუ დიაგნოზი რომელიმე ვიტამინის ნაკლებობაა, მიიღეთ იგი, როგორც დანამატი და არა საკვების შემცვლელი.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system