თავში

ილონ მასკი ბიტკოინის შემქმნელს ასახელებს

ილონ მასკი ბიტკოინის შემქმნელს ასახელებს
ილონ მასკი ბიტკოინის შემქმნელს ასახელებს

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ლექს ფრიდმანთან  პოდკასტის დროს ბიტკოინის შემქმნელის სავარაუდო ვინაობა დაასახელა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მან ლექს ფრიდმანის გადაცემაში განაცხადა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ჭორები, რომ ბიტკოინის  უკან ილონ მასკი დგას. სავარაუდოდ, სწორედ ის არის სატოში ნაკამოტო - ფსევდონიმი, რომელმაც  ბიტკოინის კრიპტოვალუტის პროტოკოლი და  პროგრამული უზრუნველყოფის პირველი ვერსია შექმნა.

პოდკასტის დროს, მასკმა  ჭორები უარყო. მისი თქმით,  სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმის უკან, შესაძლოა, კომპიუტერული მეცნიერებისა და კრიპტოგრაფიის დარგის ექსპერტი ნიკ საბო შესაძლოა იმალებოდეს.

გარდა ამისა, მასკმა აღნიშნა, რომ 1998 წელს ნიკ საბომ შექმნა დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის ალგორითმი, სახელწოდებით bit gold. პრაქტიკაში, სისტემა არ იყო დანერგილი, მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ბიტკოინის წინამორბედია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system