თავში

ილონ მასკი მაიამის ქვეშ გვირაბს გაიყვანს

ილონ მასკი მაიამის ქვეშ გვირაბს გაიყვანს
ილონ მასკი მაიამის ქვეშ გვირაბს გაიყვანს

მიწისქვეშა სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებელმა კომპანიამ The Boring Company, რომლის დამფუძნებელიც მილიარდერი ილონ მასკია მაიამის ქვეშ გვირაბის გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Verge იუწყება.

ქალაქის მერის ფრენსის სუარესის განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეები გვირაბის მშენებლობისთვის 1 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვდნენ. მასკი კი 3,2 კმ-იანი გვირაბის აშენებას ორჯერ ნაკლებ დროში - 6 თვეში, 30 მილიონ აშშ დოლარად გეგმავს.

ილონ მასკის მიერ 2016 წელს შექმნილი The Boring Company-ის მიწისქვეშა გვირაბები Hyperloop და Loop ჩვეულებრივ ავტომაგისტრალზე ორჯერ უფრო სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა. პირველი ასეთი გვირაბი 2018 წელს აშენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system