თავში

ილონ მასკი მდიდრულ სახლში ფარულად ცხოვრობს

ილონ მასკი მდიდრულ სახლში ფარულად ცხოვრობს
ილონ მასკი მდიდრულ სახლში ფარულად ცხოვრობს

Tesla-სა და Spase X-ის დამფუძნებელი, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, რომელმაც მთელი თავისი უძრავი ქონება გაყიდა და საზოგადოებას განუცხადა, რომ 35 კვადრატულ სახლში ქირით ცხოვრობს, სინამდვილეში 12 მილიონი დოლარიან კერძო საკუთრებას ფლობს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს. 

ილონ მასკი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ "უკანასკნელი სახლი" გაყიდა და ოფიციალურად უსახლკარო გახდა.

თუმცა, როგორც Wall Street Journal  სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ბიზნესმენი ცრუობს და სინამდვილეში ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახლად ნაყიდ სახლში ცხოვრობს. 

გამოცემის ცნობით, მდიდრული 740 კვადრატული მეტრის სასახლე მდინარე კოლორადოს ნაპირზე მდებარეობს. 

თავად მილიარდერს ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system