თავში

ილონ მასკის საყვარელი 5 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ყველას ურჩევს

ილონ მასკის საყვარელი 5 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ყველას ურჩევს
ილონ მასკის საყვარელი 5 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ყველას ურჩევს

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა პირველი 500 დოლარი 12 წლის ასაკში, საკუთარი ვიდეო თამაშის გაყიდვით გამოიმუშავა. ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში მილიარდერმა განაცხადა, რომ ყველაფერი, მათ შორის რაკეტების აგებაც კი, წიგნებიდან ისწავლა.  

Report.ge გთავაზობთ ილონ მასკის საყვარელი 5 წიგნის ჩამონათვალს, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევს.

„ნულიდან ერთამდე. როგორ შევქმნათ სტარტაპი, რომელიც მომავალს შეცვლის” - პიტერ თილი.

მილიარდერი პიტერ თილი PayPal-ის გადახდის სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებელი და Facebook-ის პირველი ინვესტორია. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი წარმატებული სტარტაპის საფუძველი უნიკალური პროდუქტია. საკუთარ წიგნში იგი გვასწავლის,  როგორ უნდა შექმნათ არა მხოლოდ სტარტაპები, არამედ მომავალი მონოპოლიები, როგორებიც Facebook, Microsoft, eBay, Twitter და მრავალი სხვაა.

„ამ ავტორმა რამდენიმე გიგანტური კომპანია შექმნა და ეს წიგნი გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს თქვენც“, - ამბობს მასკი.

"ცხოვრება 3.0 იყო ადამიანი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში" - მაქს ტეგმარკი.

მაქს ტეგმარკი საკუთარ წიგნში ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ არსებულ კითხვებს განიხილავს. როგორ იმოქმედებს ის მომავალზე? რა იქნება ადამიანის ფუნქცია ხელოვნური ინტელექტის გაჩენის შემდეგ? - ეს სწორედ ის კითხვებია, რომელსაც ავტორი პასუხობს. 

ტეგმარკი დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების სამ ეტაპზე საუბრობს. ესენია: 1.0 - ბიოლოგიური ცხოვრება, 2.0 - კულტურული ცხოვრება, ცოდნისა და გამოცდილების მიღება, 3.0 - რაც ჯერ კიდევ არ გაჩენილა, საკუთარი სტრუქტურის რადიკალურად შეცვლის უნარი ევოლუციის გარეშე.

" ეს არის დამაჯერებელი გზამკვლევი გამოწვევებისა და არჩევანის შესახებ ჩვენი ცხოვრების, გონებისა და ცნობიერების დიდი მომავლის ძიებაში - დედამიწაზე და მის ფარგლებს გარეთ", - წერს მასკი წიგნის შესახებ.

"ხელოვნური ინტელექტი. ეტაპები. საფრთხეები. სტრატეგიები" - ნიკ ბოსტრომი.

"ხელოვნური ინტელექტი უფრო საშიშია, ვიდრე ბირთვული იარაღი", - თვლის ილონ მასკი. ამიტომ, ის გირჩევთ წაიკითხოთ წიგნი, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ სწრაფად მზარდ ტექნიკურ ინდუსტრიას და რა შედეგები მოჰყვება მას.

მანამდე ტესლას შემქმნელმა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეშინია და ამ სფეროში განვითარებული მოვლენები „ეშმაკის გამოძახებას“ შეადარა. 

"მანქანა ჩერდება" -  ედვარდ მორგან ფოსტერი.

დისტოპია, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ მიწისქვეშეთში, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე, რადგან დედამიწის ზედაპირი სიცოცხლისთვის შეუფერებელია. მათ ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს „მანქანა“, რომელსაც ოთახებში დამონტაჟებული ღილაკებით აკონტროლებენ. ფოსტერმა იწინასწარმეტყველა საქალაქთაშორისო საჰაერო მოგზაურობის, ინტერნეტისა და ვიდეო კონფერენციების გაჩენა. 

"ატლასმა მხრები გაშალა" - აინ რენდი.

ეს არის სოციალური დისტოპია, რომელიც გონიერ შემოქმედებზე ატლანტიელებზე დგას. როდესაც ატლანტის შემქმნელები აგებენ ბრძოლას სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ, სამყარო ქაოსში იძირება. 

„ეს არის კომუნიზმის კონტრაპუნქტი, წიგნი სასარგებლოა, მაგრამ კეთილი საქმეებისთვის უნდა იყოს გამოყენებული", - ამბობს მასკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system