თავში

ილონ მასკის თქმით, მას დღე-ღამეში მხოლოდ 6 საათი სძინავს

ილონ მასკის თქმით, მას დღე-ღამეში მხოლოდ 6 საათი სძინავს
ილონ მასკის თქმით, მას დღე-ღამეში მხოლოდ 6 საათი სძინავს

კორპორაცია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიონერი ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ მას დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 6 საათი სძინავს. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.

წარსულში ბიზნესმენი კვირაში 120 საათს მუშაობდა და ზოგჯერ საკუთარი ოფისის სკამზე ეძინა. თუმცა, როგორც მასკი აცხადებს არასრულფასოვანი ძილი ბევრ პრობლემას ქმნის, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სამუშაოს შესრულების თვალსაზრისით.

მილიონერი აცხადებს, ცდილობდა დრო მაქსიმალურად დაეზოგა და ძილის ხანგრძლივობა კიდევ უფრო შეემცირებინა, თუმცა როგორც იგი ინტერვიუში აღნიშნავს, 6 საათზე ნაკლები დროით გამოძინების შემთხვევაში მისი პროდუქტიულობაც ეცემა. 

მასკის განცხადებით სამუშაოს ძალიან დიდ დროს უთმობს, ის შაბათ-კვირასაც მუშაობს და ოფისში ღამის 1-2 საათამდეც კი რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system