თავში

ილონ მასკმა ახალგაზრდებს კარიერული რჩევა მისცა

ილონ მასკმა ახალგაზრდებს კარიერული რჩევა მისცა
ილონ მასკმა ახალგაზრდებს კარიერული რჩევა მისცა

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ახალგაზრდებს კარიერული რჩევები გაუზიარა. ამის შესახებ Report.ge გამოცემა DNA-ზე დაყრდნობით წერს.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მომავლის ყველაზე უსაფრთხო პროფესიები დაასახელა. მისი თქმით, სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარება ბევრ სექტორზე მოახდენს გავლენას, თუმცა კვლავ იარსებებს ისეთი პროფესიები, რომელშიც ადამიანი შეუცვლელი იქნება.

 ”ხელოვნური ინტელექტი სამუშაოებს ცოტა უაზრო გახდის”, - აღნიშნა მან.

მასკს ჰკითხეს, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ სამომავლოდ ადამიანებს  სამუშაო ადგილებზე ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებენ. მასკმა აღნიშნა, რომ იარსებებს ისეთი სფეროები, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უფრო მომგებიანი იქნება. თუმცა, მეორეს მხრივ გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის კადრებზე მოთხოვნა. თუმცა, მისი თქმით კიდევ უფრო შერეულ მომავალში ხელოვნური ინტელექტი საკუთარი პროგრამული უსაფრთხოების დაწერასაც თავად შეძლებს. 

მასკმა განაცხადა, რომ წარმოებასა და დისტრიბუციაზე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ტექნოლოგია მთლიანად იზრუნებს. ხოლო, მომავლის საზოგადოებებში შეუცვლელი ადამიანთა ურთიერთქმედება იქნება. 

”თუ თქვენ მუშაობთ ისეთ რამეზე, რომელიც მოიცავს ადამიანებს ან ინჟინერიას, ეს კარგი არჩევანია და ამაზე ფოკუსირდით”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system