თავში

ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგის იდეა დაიწუნა

ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგის იდეა დაიწუნა
ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგის იდეა დაიწუნა

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ  "მეტავერსის" განხორციელების იდეა ამჟამად არადამაჯერებლად ჟღერს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Markets Insider წერს.

მასკის თქმით, წარმოუდგენელია მომხმარებლები მთელი დღის განმავლობაში ფუტურისტულ ვირტუალურ სამყაროში ჩაიკეტონ და VR სათვალეებს ცხვირი მიაბჯინონ.

„მოუხერხებელია, რომ ეს ნივთი ყოველთვის თავთან გქონდეთ მიბმული”, - აღნიშნა მასკმა.

ილონ მასკმა გაიხსენა, რომ ტელევიზორის ეკრანთან ახლოს ყოფნა, თვალებისთვის საზიანოა, ხოლო მეტავერსიაში ცხოვრება AR ან VR სათვალეების დიდხანს ტარებას ნიშნავს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში მარკ ცუკერბერგმა კომპანია Facebook-ს სახელი გადაარქვა და მას Meta დაარქვა. 

ცუკერბერგმა საზოგადოებას „მეტავერსის“ შექმნის გეგმები გაუზიარა. ეს გულისხმობს ონლაინ სამყაროს, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ, ითამაშონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალური რეალობის ყურსასმენებისა და სათვალეების გამოყენებით.

კორპორაცია Meta-მ, "მეტასამყაროს" ფარგლებში, ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული აპლიკაცია Horizon Worlds წარადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system