თავში

ილონ მასკმა მარსზე პირველი ქალაქის მშენებლობის თარიღი დაასახელა

ილონ მასკმა მარსზე პირველი ქალაქის მშენებლობის თარიღი დაასახელა
ილონ მასკმა მარსზე პირველი ქალაქის მშენებლობის თარიღი დაასახელა

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე პირველი ქალაქის აშენებას 2050 წლისთვის აპირებს. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.

SpaceX ტეხასში მეორე ქარხანას გახსნის, რომელიც  Raptor ძრავებს აწარმოებს. ეს ძრავები Starship-ის ხომალდებისთვის გამოიყენება, რომლებიც მარსზე ფრენისთვის იქნება განკუთვნილი.

მასკის განცხადებით, წელიწადში 800-დან 1000-მდე Raptor-ის ძრავის გამოშვება იქნება საჭირო, რათა ათი წლის განმავლობაში ფლოტი შეიქმნას, რომელსაც მარსზე ქალაქის აშენება შეეძლება. 

"ქალაქის მშენებლობას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება, ამიტომ იმედი გვაქვს რომ 2050 წლისთვის მოვასწრებთ”, - განაცხადა მასკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system