თავში

ინფექციურში მოთავსებული ირანის მოქალაქეების ჯანმრთელობის კვლევის შედეგები ცნობილია

ინფექციურში მოთავსებული ირანის მოქალაქეების ჯანმრთელობის კვლევის
ინფექციურში მოთავსებული ირანის მოქალაქეების ჯანმრთელობის კვლევის შედეგები ცნობილია

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტები საავადმყოფოდან დღესვე გაეწერებიან.

"როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არცერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არცერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე გუშინ შეიყვანეს.
მსოფლიოში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 77 064 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 63 454 ჩინეთის პროვინცია ჰუბეიზე მოდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system