თავში

ისრაელში გრაგნილები აღმოაჩინეს, რომელზეც ბიბლიური ტექსტებია აღბეჭდილი

ისრაელში გრაგნილები აღმოაჩინეს, რომელზეც ბიბლიური
ისრაელში გრაგნილები აღმოაჩინეს, რომელზეც ბიბლიური ტექსტებია აღბეჭდილი

ისრაელის არქეოლოგებმა, სამშაბათს, მკვდარი ზღვის მიმდებარედ, უდაბნოს გამოქვაბულში გრაგნილების ათობით ახალი ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელზეც ბიბლიური ტექსტია აღბეჭდილი. ისინი სავარაუდოდ 1900 წლის წინ დამალეს, როდესაც ებრაელები რომს აუჯანყდნენ. 

პერგამენტის ფრაგმენტები შეიცავს ზაქარიას და ნაუმის წიგნების ბერძნულ ტექსტს. მკვლევარების თქმით, გრაგნილები მე-2 საუკუნით თარიღდება. ახალი აღმოჩენა, სავარაუდოდ ეკუთვნის იმ პერგამენტის ფრაგმენტებს, რომლებიც 1960 წელს "საშინელებათა მღვიმეში აღმოაჩინეს" სადაც 40 ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. იქ ასევე 12 მქადაგებლის ბერძნული ტექსტებიც იპოვეს. 

ფრაგმენტები მღვიმეში სავარაუდოდ ბარ კოჩბას აჯანყების დროს, რომის იმპერატორ ადრიანეს პერიოდში, 132 - 136 წლებში აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system