თავში

ისრაელში ქირურგებმა სიამის ტყუპები პირველად განაცალკევეს

ისრაელში ქირურგებმა სიამის ტყუპები პირველად განაცალკევეს
ისრაელში ქირურგებმა სიამის ტყუპები პირველად განაცალკევეს

ისრაელში თავებით გადაბმული სიამის ტყუპი 12-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია სოროკას სამედიცინო ცენტრში, ლუდი შევაში ჩატარდა. 

ტყუპი გოგონები  2020 წლის აგვისტოში დაიბადნენ.

იქამდე, ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, ორივეს სკალპები გადაუნერგეს. პროცესში ჩართულნი იყვნენ სპეციალისტები როგორც ისრაელიდან, ისე - უცხო ქვეყნებიდან.

”მომზადება ასევე მოიცავდა ტყუპების 3D მოდელის შექმნას. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა“, - ამბობს მიკი გედეონი, ცენტრის მთავარი ნეიროქირურგი.

ახლა ორივე ტყუპი თავს კარგად გრძნობს და დამოუკიდებლად სუნთქვა და ჭამა შეუძლიათ. 

ასეთი ოპერაცია მსოფლიოში სულ 20-ჯერ არის ჩატარებული, ხოლო ისრაელში პირველად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system