თავში

ISS-ზე კოსმოსური მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი ბაქტერიები აღმოაჩინეს

ISS-ზე კოსმოსური მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი
ISS-ზე კოსმოსური მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი ბაქტერიები აღმოაჩინეს

NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ბაქტერიების 4 ახალი შტამი აღმოაჩინა, რომლებიც, შესაძლოა, მეცნიერებს კოსმოსური "ფერმის" გაშენებაში დაეხმაროს. 3 ბაქტერია აქამდე მეცნიერებისთვის უცნობი იყო. შესაძლოა, სწორედ ისინი გახდნენ გასაღები პრობლემისა, რომელიც კოსმოსში საკვების გაზრდას გულისხმობს. 

მიკრობი აღმოაჩინეს ჰაერის ფილტრში (HEPA), რომელიც დედამიწაზე 2011 წელს დაბრუნდა. ორი ნაპოვნი იქნა სადგურის საჰაერო პანელში, ხოლო მესამე სასადილო მაგიდის ზედაპირზე.

ცნობილია, რომ აღმოჩენილ მიკრობთა ჯგუფი ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას და პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს კი ძალზედ სასარგებლო იქნება კოსმოსური მეურნეობებისთვის მიკროგრავიტაციულ გარემოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system