თავში

ისტორიაში პირველად, ეგზოპლანეტაზე მაგნიტური ველი აღმოჩინეს

ისტორიაში პირველად, ეგზოპლანეტაზე მაგნიტური ველი აღმოჩინეს
ისტორიაში პირველად, ეგზოპლანეტაზე მაგნიტური ველი აღმოჩინეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით,  მზის სისტემის გარეთ მდებარე ეგზოპლანეტაზე მაგნიტური ველის ნიშნები აღმოაჩინა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ არიზონას უნივერსიტეტი წერს.

ასტრონომიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეგზოპლანეტაზე მაგნიტური ველი აღმოაჩინეს.

ასტრონომთა ჯგუფი პლანეტა HAT-P-11b-ს აკვირდებოდა, რომელიც  დედამიწიდან 123 სინათლის წლით არის დაშორებული და ზომით ნეპტუნის ტოლია.

ჰაბლმა  ნახშირბადის იონები, დამუხტული ნაწილაკები აღმოაჩინა, რომლებიც ურთიერთქმედებენ მაგნიტურ ველებთან პლანეტების გარშემო მაგნიტოსფეროში.  ასტრონომებმა ასევე იპოვეს ნახშირბადის იონები არა მხოლოდ პლანეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ გრძელი კუდის სახით, რომელიც პლანეტას საშუალოდ 160 ათასი კმ/სთ სიჩქარით შორდება.

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ HAT-P-11b ატმოსფეროს მეტალურობა მოსალოდნელზე ნაკლებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system