თავში

იტალიაში 400 000 წლის წინანდელი იარაღები აღმოაჩინეს

იტალიაში 400 000 წლის წინანდელი იარაღები აღმოაჩინეს
იტალიაში  400 000 წლის წინანდელი იარაღები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა იტალიაში 400 000 წლის წინანდელი სპილოს ძვლის იარაღები აღმოაჩინეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა sciencedaily.com წერს.

სპილოს ძვლის იარაღები რომიდან 20 კილომეტრში, კასტელ დი გვიდოს არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. აღნიშნული ტერიტორია 1 100 კვ.მ-ს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 1979 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერების მოსაზრებით, იარაღები ნეანდერტალელებს ეკუთვნით, რომლებიც დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.  სპილოს ძვლებს ისინი სხვადასხვა სახის ინსტრუმენტების დასამზადებლად იყენებდნენ. მეცნიერებმა სულ 98 სპილოს ძვლის იარაღს მიაკვლიეს. მკვლევართა აზრით, აღნიშნული ინსტრუმენტები უძველესი, 4 მეტრამდე სიმაღლის სპილოების ძვლით არის დამზადებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი იარაღი დანარჩენებისგან გამოირჩეოდა. იგი მოგრძო ფორმისაა და გლუვი დაბოლოება აქვს. არქეოლოგები მას ლისუარს უწოდებენ. უძველესი ადამიანები მას ცხოველის ტყავის დასამუშავებლად იყენებდნენ, თუმცა ეს ტექნოლოგია მოგვიანებით, 300 000 წლის წინ გავრცელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system