თავში

იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

მეცნიერებმა NASA-ს კოსმოსური ხომალდი "გალილეოსა" და "ჰაბლის" ტელესკოპის გამოყენებით დაადგინეს, რომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, გეიზერები არსებობდეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Eurekalert-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

თანამგზავრის მისი ზედაპირი წყლის ყინულისაგან შედგება და მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გლუვია. ზედაპირის ასეთმა აშკარა ახალგაზრდობამ და სიგლუვემ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მის ქვეშ არსებობს ოკეანე, სადაც შესაძლებელია არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს.

სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მისი ყინულოვანი ზედაპირი თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში არ გადადის და პირდაპირ აირად იქცევა, რომელიც ობიექტის თხელ ატმოსფეროს უერთდება.

მიჩნეულია, რომ ევროპას აქვს წყლის გარე ფენა, რომელიც 100 კილომეტრის სისქისაა: ზოგი ყინულის სახითაა ზედა ქერქში, ზოგი კი თხევადი ოკეანის სახით ამ ყინულის ქვეშ. გალილეოს თანამგზავრიდან მაგნიტურ ველზე მიღებულმა ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ევროპას ინდუქცირებული მაგნიტური ველი აქვს იუპიტერთან ურთიერთქმედებით, რომელიც ქვეზედაპირული გამტარი ფენის არსებობაზე მეტყველებს. ეს ფენა არის მარილიანი თხევადი წყლის ოკეანე. შეფასებების მიხედვით, ქერქის ნაწილმა დაახლოებით 80°-იანი მობრუნება განიცადა. სავარაუდოდ, ევროპას მეტალური რკინის ბირთვი აქვს.

ევროპას უფრო დეტალურად ასტრონავტები მხოლოდ 2031 წელს შეისწავლიან.

მიმდინარე წლის ზაფხულში, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, აშშ-ში მდებარე სამხრეთ-დასავლურ ინსტიტუტსა და გერმანიის კიოლნის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად პლანეტა იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრ განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system