თავში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება

"COVID-19-ის გადაცემა, ძირითადად, დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით ხდება – წვეთოვანი გზით, როდესაც ადამიანი ახველებს ან საუბრობს",- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება.

"ეს წვეთები ძალიან მძიმეა იმისთვის, რომ ჰაერში დარჩეს. ის სწრაფად ეცემა ზედაპირებზე. შეიძლება დაინიფიცირდე, თუ დგახარ ინფიცირებულთან ერთ მეტრში, ან უფრო ახლოს. ეხები დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ ის მიგაქვს პირთან ან თვალთან", - წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე რეკომენდაციით, ხელების ხშირად დაბანა და ხშირი გამოყენების მყარი ზედაპირების დეზინფექცია ვირუსისგან თავის დაცვის მთავარი საშუალებაა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, გამოჯანმრთელებულია 18. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 4 695, ხოლო სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 231. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system