თავში

ჯანმო-ს დირექტორი მხარს დაუჭერს საქართველოს ვაქცინის დროულად მისაღებად

ჯანმო-ს დირექტორი მხარს დაუჭერს საქართველოს ვაქცინის დროულად მისაღებად
ჯანმო-ს დირექტორი მხარს დაუჭერს საქართველოს ვაქცინის დროულად მისაღებად

ჯანმო (WHO) მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გაბრეისუსსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. 

მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system