თავში

ჯარედ ლეტომ ინსტაგრამზე დაწერა, რომ "თითქმის მოკვდა"

ჯარედ ლეტომ ინსტაგრამზე დაწერა, რომ "თითქმის მოკვდა"
ჯარედ ლეტომ ინსტაგრამზე დაწერა, რომ თითქმის მოკვდა

ჯარედ ლეტომ ინსტაგრამის მიმდევრებს უამბო მისი „თითქმის გარდაცვალების“ ამბავი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მსახიობი კლდეზე ცოცვის პროცესშია გადაღებული.

როგორც პოსტიდან ირკვევა, ლეტო მეგობართან, ალექს ჰონოლდთან ერთად ცდილობდა დაელაშქრა ნევადის შტატის რედ როკის კანიონში მდებარე კლდე. ამ დროს, სიმაღლიდან მოწყდა და, დაახლოებით 200 მეტრით დაბლა ჩამოვარდა. ცხადია, კლდეზე მცოცველები დამზღვევი თოკებით იყვნენ აღჭურვილები. ამიტომ, ინცინდენტის დროს ლეტოს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიდგომია.

მახსოვს, მიწისკენ მივექანებოდი. უცნაური მომენტი იყო. არაფრის მეშინოდა, უფრო მდგომარეობის აღქმას ვცდილობდი. ადრენალინიც არ მიგრძვნია. შიში მოგვიანებით მოვიდა, როდესაც კლდეზე დავბრუნდი“, - დაწერა ლეტომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system