თავში

ჯეფ ბეზოსის 3 პრინციპი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია

ჯეფ ბეზოსის 3 პრინციპი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე
ჯეფ ბეზოსის 3 პრინციპი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია

მაშინ, როდესაც ინტერნეტი საყოველთაო ჯერ კიდევ არ იყო და მის ხსენებაზე მხოლოდ ოთახში არსებული 10 ადამიანიდან 1 გაგცემდათ პასუხს რას წარმოადგენდა მსოფლიო აბლაბუდა, ჯეფ ბეზოსმა საკუთარი მაღალშემოსავლიანი სამსახური ვოლ სტრიტზე მიატოვა და საკუთარ ავტოფარეხში ონლაინ მაღაზია გახსნა. სიმბოლურია, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა საკუთარი ბიზნესი წიგნების გაყიდვით დაიწყო. 

ჯეფ ბეზოსის პირველი წესი არის - არ შეგეშინდეს გარისკვის, რადგან ჯობს გარისკო ვიდრე მომავალში ინანო, რომ ეს არ გააკეთე. ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ჯეფი მთელი მისი კარიერა. გაუმართლა კიდეც და თან როგორ. ჯეფი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებზე გაცილებით მდიდარი გახდა.

ჯეფ ბეზოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-მექსიკოში დაიბადა, პრინსტონის უნივერსიტეტში ელექტრო ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები შეისწავლა.სწავლის დამთავრების შემდეგ ჯეფმა ვოლ სტრიტს მიაშურა და მალევე დაარწმუნა გარშემომყოფები რომ ის განსაკუთრებული იყო. 26 წლის ასაკში ის უკვე ერთ-ერთი ბანკის ვიცე პრეზიდენტი გახდა. 2 წლის შემდეგ კი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა ერთ ერთ კომპანიაში.  მან მალევე გაანალიზა ინტერნეტის პოტენციალი და გადაწყვიტა ისეთი ბიზნესი წამოეწყო, რომელიც ამ სფეროში იქნებოდა ინტეგრირებული. ბეზოსმა მხოლოდ 10 თანამშრომლით 1995 წელს კომპანია Amazon დააფუძნა. კომპანია ავტოფარეხში გახსნა და წიგნებით ვაჭრობდა. 

„გარისკეთ!. ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუ ბიზნესიდეა გაქვთ, რომლის განხორციელება არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული, ალბათ მასზე უკვე ვიღაც მუშაობს რაღაც ისეთი უნდა გქონდეთ, რამაც შესაძლოა არ გაამართლოს და ბევრი თვალსაზრისით ექსპერიმენტიც კი გამოდგეს“. - ამბობს ბეზოსი. 

გარდა ამისა ჯეფს ძალიან მოსწონდა რასაც აკეთებდა. ასე ვთქვათ, მან თავისი ცხოვრების გატაცებას მიაგნო და დიდ დროს უთმობდა კომპანიას. მას მიაჩნია, რომ გარისკვასა და მარცხის ატანასთან ერთად, საკუთარ საქმეზე ძლიერად უნდა იყო შეყვარებული. „თქვენ მათთან მოგიწევთ კონკურენცია, ვინც თავის საქმეზეა შეყვარებული“, - ამბობს მილიარდერი.

წიგნების გაყიდვებთან ერთად ამაზონი ნელ-ნელა სხვა პროდუქტებსაც ამატებდა. 1998 წელს კომპანიამ DVD და CD დისკების გაყიდვა დაიწყო, ერთ წელიწადში სათამაშოები და ელექტრომოწყობილობებიც დაამატა. კომპანია წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდებოდა და 2000 წელს გაყიდვებმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2001 წელს ონლაინ ბიზნესებს ცუდი დრო დაუდგათ. ბევრი ინტერნეტ კომპანია გაკოტრდა და ამაზონსაც იგივე ბედი ელოდა, რომ არა ჯეფის გადაწყვეტილებები. მან კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა ამგვარად მისი გადარჩენა მოახერხა.

 კიდევ ერთი პრინციპი რაც ბეზოსს და მის კომპანიას გამდიდრებაში დაეხმარა მისი მიდგომაა მომხმარებლის მიმართ. მომხმრებელი ყოველთვის მართალია მისი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ამ პრინციპის ყველაზე უკეთ ინტეგრირება მოახდინა სწორედ ჯეფმა მოახერხა ინტერნეტ სფეროში.  პერიოდულად ბეზოსი საკონფერენციო მაგიდასთან ერთ სკამს თავისუფალს ტოვებს და დამსწრეებისაგან მოითხოვს ამ თავისუფალ სკამზე დაინახონ მომხმარებელი - „ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ოთახში"

მომხმარებელზე ორიენტირება, რომელიც მონაცემების ანალიზზეა დაფუძნებული, ბეზოსს საშუალებას აძლევდა თავდაჯერებულად განეხორციელებინა ნოვაციები. „ჩვენ მოთმინებით ვრგავთ ნერგებს და ველოდებით, როდის იქცევა ისინი ხეებად," - ამბობს ბეზოსი.

შედეგად ჯეფმა ნამდვილი ინტერნეტ იმპერია შექმნა და მისი საზღვრები იმდენად დიდია, რომ ყველაფრის ჩამოთვლა რთული საქმე იქნება. ბეზოსს საცეცები ყველა მიმართულებით აქვს გადგმული და კონკურენტია უამრავი სხვა წარმატებული კომპანიისა.

ჯეფის იმპერიის ნაწილია: კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა Imdb, თამაშების სტრიმინგ სერვისი Twitch, Netflix-ის კონკურენტი Amazon Prime, მუსიკის სტრიმინგ სერვისი Amazon Music, Amazon-ი აწარმოებს ელექტრონულ წიგნებს Kindle და აუდიოწიგნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზაც კომპანიას ეკუთვნის, ჯეფის განკარგულებაშია ვირტუალური ასისტენტი Alexa, ელექტრონული ღრუბელი AWC, ელექტრონული საფულე Amazon Pay. ლოჯისტიკური სერვისი Amazon logistics. კომპანია აწარმოებს დრონებსაც, რომლითაც მიტანის სწრაფი სერვისია შესაძლებელი. Amazon-მა დაიწყო სურსათის სახლში მიწოდებაც, რასაც შემდეგ Walmart-მაც მიბაძა. ჯეფ ბეზოსის კუთვნილებაშია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაზეთი Washington Post. ამავდროულად  ბეზოსი კოსმოსის ათვისებაში ილონ მასკის მთავარი კონკურენტიცაა კომპანიით Blue Origin, რომელიც 2000 წელს დაარსა. (ისევე როგორც Space X,Blue Origin კოსმოსში მოგზაურობის, კოსმიური ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული და საკმაოდ წარმატებულადაც ახერხებს ამას.) კოსმოსური სააგენტო აშენებს მრავალჯერადი გამოყენების სუბორბიტალურ რაკეტებს და მთვარისა და მარსის კოლონიზაციისთვის ემზადება. 

 მიუხედავად იმისა, რომ ჯეფი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება 113 მილიარდს დოლარს აჭარბებს, ის გაჩერებას არ აპირებს და ისე დატრიალებს თავს საკუთარ კომპანიებს როგორც ახლად დაარსებული სტარტაპის დირექტორი. თუ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ქონება იმავე დინამიკით გაიზრდება, 2026 წლისთვის ბეზოსი უკვე პირველი ტრილიონერი გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system