თავში

ჯეიმს ვების ტელესკოპი გასაშვებად მზადაა

ჯეიმს ვების ტელესკოპი გასაშვებად მზადაა
ჯეიმს ვების ტელესკოპი გასაშვებად მზადაა

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), NASA-სა და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA)  ინჟინრების ჯგუფმა ჯეიმს ვების ტელესკოპის დამატებითი ტესტირება დაასრულა. 

NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელესკოპი კოსმოსში გასაშვებად მზად არის.

დღეს, 25 ნოემბერს ტელესკოპის საწვავით შევსება დაიწყება, ეს პროცესი დაახლოებით 10 დღეს გაგრძელდება. ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 22 დეკემბერს გაგზავნიან.

ჯეიმს ვების ტელესკოპი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსა (NASA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია.

Space-ის თანახმად, ჯეიმს ვების პირველი გაშვება 2007 წელს იყო დაგეგმილი. წელს კი უკვე სამჯერ გადაიდო. იგი ამერიკულ ორბიტაზე მოძრავი ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპია, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

სამყაროს ის ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება და გამოიკვლევს კოსმოსური ისტორიის ყოველ ფაზას. ობსერვატორია დააფიქსირებს იმ პირველი თაობის გალაქტიკათა სინათლეს, რომლებიც ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ. ამავე დროს, შეისწავლის ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლო ნიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system