თავში

ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება ისევ გადაიდო

ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება ისევ გადაიდო
ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება ისევ გადაიდო

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიმს ვების ტელესკოპის კოსმოსში გაშვება ისევ გადადო. ამის შესახებ Report.ge საინფორმაციო სააგენტო Space-ზე დაყრდნობით წერს.

ტელესკოპს კოსმოსში 24 დეკემბრის ნაცვლად, 25 დეკემბერს გაგზავნიან.

გადაწყვეტილება საფრანგეთის გვიანაში განლაგებული კოსმოსური ცენტრის მიმდებარედ მოსალოდნელი ქარის გამო მიიღეს.

ჯეიმს ვების ტელესკოპი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსა (NASA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია.

Space-ის თანახმად, ჯეიმს ვების პირველი გაშვება 2007 წელს იყო დაგეგმილი. წელს კი უკვე სამჯერ გადაიდო. იგი ამერიკულ ორბიტაზე მოძრავი ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპია, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

სამყაროს ის ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება და გამოიკვლევს კოსმოსური ისტორიის ყოველ ფაზას. ობსერვატორია დააფიქსირებს იმ პირველი თაობის გალაქტიკათა სინათლეს, რომლებიც ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ. ამავე დროს, შეისწავლის ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლო ნიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system