თავში

ჯეიმს ვების ტელესკოპმა კურსი შეიცვალა

ჯეიმს ვების ტელესკოპმა კურსი შეიცვალა
ჯეიმს ვების ტელესკოპმა კურსი შეიცვალა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA)  25 დეკემბერს ჯეიმს ვების ტელესკოპი წარმატებით გაუშვა. ამის შესახებ Report.ge აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

ჯეიმს ვების ტელესკოპის ტრაექტორიის შესაცვლელად სპეციალისტებმა სამი დაგეგმილი მანევრიდან პირველი განახორციელეს. 

"აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 19:50 საათზე დაიწყო პირველი შუალედური კორექტირების ოპერაცია. ის 65 წუთს გაგრძელდა და ახლა უკვე დასრულებულია", - განაცხადეს NASA-ში. 

NASA-მ განაცხადა, რომ ტელესკოპი დედამიწიდან დაახლოებით 1,6 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე განთავსდება. მოსალოდნელია, რომ მითითებულ პუნქტამდე მოგზაურობას დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდება.

ჯეიმს ვების ტელესკოპი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსა (NASA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია.

Space-ის თანახმად, ჯეიმს ვების პირველი გაშვება 2007 წელს იყო დაგეგმილი. წელს კი უკვე სამჯერ გადაიდო. იგი ამერიკულ ორბიტაზე მოძრავი ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპია, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

სამყაროს ის ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება და გამოიკვლევს კოსმოსური ისტორიის ყოველ ფაზას. ობსერვატორია დააფიქსირებს იმ პირველი თაობის გალაქტიკათა სინათლეს, რომლებიც ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ. ამავე დროს, შეისწავლის ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლო ნიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system