თავში

ჯეიმს ვების ტელესკოპმა მეორე დამცავი ფარიც გაშალა - VIDEO

ჯეიმს ვების ტელესკოპმა მეორე დამცავი ფარიც გაშალა
ჯეიმს ვების ტელესკოპმა მეორე დამცავი ფარიც გაშალა - VIDEO

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, მზისგან დამცავი მეორე ფარიც წარმატებით გაშალა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.

ეს არის ამოზნექილი, წრიული სარკე დიამეტრით 74 სანტიმეტრი, რომელიც გადაამისამართებს გამოსხივებას მთავარი სარკიდან მესამეულ სარკეში. მეორადი სარკე იმართება სამი ამოსაწევი ღრუ ნახშირბადის კომპოზიტური საყრდენით, თითოეული დაახლოებით 7,7 მეტრი სიგრძით.

დიდი ზომის ხუთ ფენიანი მზის ფარი ტელესკოპს და ხელსაწყოებს მზის სიცხისგან იცავს. სარკე და ინსტრუმენტები უნდა ინახებოდეს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე - მინუს 370 გრადუსი ფარენჰეიტი (მინუს 188 გრადუსი ცელსიუსი), რათა სამყაროს დაკვირვება შესაძლებელი იყოს.

შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპს საწვავის მარაგი სულ მცირე 10 წლის განმავლობაში ეყოფა.

25 დეკემბერს $10 მლრდ დოლარად შეფასებული ჯეიმს უების ტელესკოპმა დატოვა დედამიწა და გაემგზავრა მისიაზე კოსმოსში პირველყოფილი ვარსკვლავების გადასაღებად.

ჯეიმს ვების ტელესკოპი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსა (NASA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია.

Space-ის თანახმად, ჯეიმს ვების პირველი გაშვება 2007 წელს იყო დაგეგმილი. წელს კი უკვე სამჯერ გადაიდო. იგი ამერიკულ ორბიტაზე მოძრავი ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპია, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

სამყაროს ის ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება და გამოიკვლევს კოსმოსური ისტორიის ყოველ ფაზას. ობსერვატორია დააფიქსირებს იმ პირველი თაობის გალაქტიკათა სინათლეს, რომლებიც ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ. ამავე დროს, შეისწავლის ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლო ნიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system