თავში

ჯეიმს ვების ტელესკოპს საწვავი 10 წელი ეყოფა

ჯეიმს ვების ტელესკოპს საწვავი 10 წელი ეყოფა
ჯეიმს ვების ტელესკოპს საწვავი 10 წელი ეყოფა

შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპს საწვავის მარაგი სულ მცირე 10 წლის განმავლობაში ეყოფა. 

ამრიგად, ტელესკოპს კოსმოსში მისიის გასაგრძელებლად საკმარისი საწვავი ექნება, თუმცა მისიის ხანგრძლივობაზე გავლენა კიდევ ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს. 

25 დეკემბერს $10 მლრდ დოლარად შეფასებული ჯეიმს უების ტელესკოპმა დატოვა დედამიწა და გაემგზავრა მისიაზე კოსმოსში პირველყოფილი ვარსკვლავების გადასაღებად. 

ჯეიმს ვების ტელესკოპი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA), აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსა (NASA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია.

Space-ის თანახმად, ჯეიმს ვების პირველი გაშვება 2007 წელს იყო დაგეგმილი. წელს კი უკვე სამჯერ გადაიდო. იგი ამერიკულ ორბიტაზე მოძრავი ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპია, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

სამყაროს ის ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება და გამოიკვლევს კოსმოსური ისტორიის ყოველ ფაზას. ობსერვატორია დააფიქსირებს იმ პირველი თაობის გალაქტიკათა სინათლეს, რომლებიც ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ. ამავე დროს, შეისწავლის ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლო ნიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system