თავში

ჯერ კიდევ გვაქვს დრო, გლობალური დათბობა შევაჩეროთ - UNEP

ჯერ კიდევ გვაქვს დრო, გლობალური დათბობა შევაჩეროთ - UNEP
ჯერ კიდევ გვაქვს დრო, გლობალური დათბობა შევაჩეროთ - UNEP

წიაღისეული საწვავის მოპოვების ეროვნული გეგმები  პარიზის შეთანხმებით დადგენილ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებთან შეუთავსებელია.შესაბამის მოხსენებას გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) აქვეყნებს. 

20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები, მიუხედავად კლიმატური ამბიციებისა და CO2–ის ნულოვანი ნარჩენების გაზრდილი ვალდებულებებისა,  2030 წლისთვის წიაღისეული საწვავის  მოპოვების ორჯერ გაზრდას გეგმავენ. 

სტოკჰოლმის გარემოს ინსტიტუტის მეცნიერი პლოი აჩაკულვისუტი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მთავრობები საწვავის მოპოვებას ზრდიან, რაც ეწინააღმდეგება მსოფლიოში ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირების გეგმას. 

ანგარიშში მოცემულია 15 წამყვანი მწარმოებელი ქვეყნის მიმოხილვა, მათ შორის გერმანია, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები. ანგარიშის ავტორების აზრით, "ამ ქვეყნების მთავრობათა უმრავლესობა განაგრძობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას წიაღისეული საწვავის წარმოებისთვის".

"კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ეფექტები სრულყოფილად ჩანს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ შევაჩეროთ გრძელვადიანი დათბობა დაახლოებით 1,5 გრადუს ცელსიუსზე, მაგრამ შესაძლებლობების ეს ფანჯარა სწრაფად იხურება", - განაცხადა UNEP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგერ ანდერსენმა.

გაეროს ეგიდით 2015 წელს მიღებული პარიზის კლიმატის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ 2100 წლისთვის სათბურის გაზების ემისია იმგვარად შეამციროს, რომ პლანეტაზე გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა სულ მცირე ორი გრადუსით შემცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system