თავში

ჯინსებს გარეცხვა არ სჭირდება?

​ჯინსებს გარეცხვა არ სჭირდება?
ჯინსებს გარეცხვა არ სჭირდება?

ხარისხიან ჯინსები არ უნდა გაირეცხოს, - ამის შესახებ ამერიკული ბრენდის, Levi’s-ის გენერალურმა დირექტორმა, ჩიპ ბერგმა განაცხადა. სტატიას Independent აქვეყნებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ დენიმის მწარმოებელი მსხვილი ბრენდების ტოპ-მენეჯერები ამსხვრევენ მითს, თითქოს ჯინსები აუცილებლად სარეცხ მანქანაში უნდა გაირეცხოს. მათი თქმით, გაწმენდის ასეთი მეთოდი წყლის ფუჭი ხარჯვაა და ქსოვილს აზიანებს.

ჩიპ ბერგი აცხადებს, რომ ჯინსებს ჭუჭყს კბილის ჯაგრისის საშუალებით აცილებს. ქსოვილის წერტილოვანი დამუშავება ჯინსების პირველად იერს დიდი ხნის განმავლობაში ინახავს.

გამოცემა წერს, რომ ბერგს ბრიტანული Hiut-ის თანამშრომლებიც ეთანხმებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ჯინსების გარეცხვა ყიდვიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეიძლება. ხმარებაში ასეთი ტიპის შარვალს ბუნებრივი ნაკეცები უჩნდება, რეცხვისას კი ამ ადგილებზე ფერი იკარგება. შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ახალი ჯინსებიც კი ჩანაცვამია.

ამასთან, ორივე კომპანიის თანამშრომლები მომხმარებლებს უსიამოვნო სუნთან ბრძოლის ხერხსაც ასწავლიან. მათი თქმით, ჯინსების მზეზე გაფენა სავსებით საკმარისია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი გზა.

"ღამით ტანსაცმელი საყინულეში მოათავსეთ. ეს პროცედურა მოკლავს ყველა ბაქტერიას, რომელიც ქსოვილის ზედაპირზე დაგროვდა", - ამბობენ ისინი.

თუკი მომხმარებელს ჯინსების გარეცხვა მაინც დაჟინებით სურს, მაშინ სპეციალისტები ხელით რეცხვას ამჯობინებენ, თუმცა სარეცხი საშუალების ნაცვლად საპონს იყენებენ, რითიც, მათი თქმით, ჯინსების დაზიანება მინიმალური იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system