თავში

ჯუჯა გალაქტიკაში სუპერმასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ჯუჯა გალაქტიკაში სუპერმასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ჯუჯა გალაქტიკაში სუპერმასიური შავი ხვრელი  აღმოაჩინეს

"ჩანდრას" ობსერვატორიამ გალაქტიკაში სუპერმასიური შავი ხვრელი Mrk 462 აღმოაჩინა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Phys.org ავრცელებს.

კვლევის შედეგები, მეცნიერებს დაეხმარება გაარკვიონ, როგორ წარმოიქმნება გიგანტური შავი ხვრელები სამყაროში.

შავი ხვრელი, რომლის მასა 200 ათასჯერ აღემატება მზის მასას, NASA-ს რენტგენის კოსმოსური ობსერვატორიის "ჩანდრას" გამოყენებით აღმოაჩინეს. ის მხოლოდ რამდენიმე მილიარდი ვარსკვლავის გალაქტიკაში მდებარეობს, რაც უჩვეულოა ამ მასის შავი ხვრელისთვის. ჩვეულებრივ სუპერმასიური შავი ხვრელები განლაგებულია დიდი, კაშკაშა გალაქტიკების ბირთვებში და მათი ამოცნობა შესაძლებელია ცენტრალური ვარსკვლავების სწრაფი მოძრაობით. თუ შავი ხვრელი იზრდება, მისი აღმოჩენა შესაძლებელია რენტგენის სხივებით, რომელიც გამოსხივებულია მილიონობით გრადუსამდე გაცხელებული  გაზით.

მკვლევარებმა  რვა ჯუჯა გალაქტიკის მიერ გამოსხივებული რენტგენის სხივები გააანალიზეს და მათგან მხოლოდ ერთმა აჩვენა მზარდი შავი ხვრელისთვის დამახასიათებელი ხელწერა. გამოსხივების მაღალი ინტენსივობა მიუთითებს იმაზე, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი Mrk 462 დაფარულია ცხელი გაზით. მეცნიერთა აზრით, აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ამგვარი შავი ხვრელები ჯუჯა გალაქტიკებში ხშირად გვხვდება, მაგრამ ისინი უხილავია პირდაპირი დაკვირვებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system