თავში

ქალაქები, რომლებიც ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა

ქალაქები, რომლებიც ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა
ქალაქები, რომლებიც ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა

გამოცემა The Economist Intelligence Unit-მა ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

სიის სათავეში ოკლენდია. გამოცემის თანახმად, გლობალური ცხოვრების ხარისხის ინდექსის 2021 წლის ანგარიშით,  ახალი ზელანდიის უდიდესმა ქალაქმა პლანეტის 140 საუკეთესო ქალაქის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ცხოვრების ხარისხის ინდექსის გამოთვლისას რამდენიმე ფაქტორს ექცევა ყურადღება, ესენია: განვითარების სტაბილურობა, კულტურა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა.

ოკლენდმა 96 ქულა მიიღო. მას 1.8 ქულით ჩამორჩება ოსაკა (იაპონია). შემდეგ მოდის ადელაიდამ (ავსტრალია) 94 ქულით, ველინგტონი (ახალი ზელანდია) და ტოკიო (იაპონია) - 93,7 ქულა. შემდეგ და პერტი (ავსტრალია) - 93,3 ქულა. ასევე, მსოფლიოს პირველ 10 საუკეთესო ქალაქში შედის ციურიხი და ჟენევა, რომლებიც შესაბამისად მეშვიდე და მერვე ადგილებს იკავებენ. 

მეცხრე ადგილზეა მელბურნი, მეათეზე კი - ბრისბენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system