თავში

ქალაქი ბრაზილიაში, სადაც კაცებს შესვლა ეკრძალებათ - PHOTO

ქალაქი ბრაზილიაში, სადაც კაცებს შესვლა ეკრძალებათ
ქალაქი ბრაზილიაში, სადაც კაცებს შესვლა ეკრძალებათ - PHOTO

ნოივა დუ-კორდეირუ (Noiva do Cordeiro) ბრაზილიის ერთ-ერთი მცირე ზომის ქალაქია, რომელიც მხოლოდ ქალებით არის დასახლებული. ქალაქის მაცხოვრებლების რაოდენობა 600 ადამიანს შეადგენს და ისინი 20-დან 35 წლამდე ქალბატონები არიან.

მამაკაცებს ქალაქში შესვლა დიდი ხნის განმავლობაში ეკრძალებოდათ, თუმცა, ქალაქის წესები შეიცვალა და გამონაკლისის სახით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები ქალაქში მხოლოდ შაბათ-კვირას დაიშვებიან.

ქალაქის მოსახლეობა ამბობს, რომ პასუხისმგებლობებს ყველა ერთად ინაწილებს, არ არსებობს კონკურენცია და ყველა სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ქალაქთმშენებლობით დამთავრებული, ამ ქალაქში ყველაფერს ქალები აკეთებენ. ქალაქის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ მამაკაცების არარსებობის პირობებში, მათ გაცილებით უკეთესი ცხოვრების წესის შექმნა შეუძლიათ.

ქალაქის დაარსების ისტორია 1891 წლიდან იწყება. იმ ადგილას, სადაც ახლა ნოივა დუ-კორდეირუ მდებარეობს, პირველად გოგონა, სახელად მარია სენორინია დე ლიმა დასახლდა, რომელიც ქმარმა მიატოვა და მშობლიური სოფლის მოსახლეობამ გამოაძევა. მარია სენორინია დე ლიმამ ახალი ცხოვრება დაიწყო და ქალებისთვის განსაკუთრებული ადგილი შექმნა.

ქალაქის მაცხოვრებელი ზოგიერთი ქალი დაქორწინებულია და ქმარ-შვილი ჰყავს, რომლებიც ქალაქის გარეთ მდებარე მეზობელ დასახლებებში ცხოვრობენ. მათ თავიანთი ქმრებისა და ვაჟების ნახვა მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system