თავში

ქალი, რომელიც უკვე ერთი წელია COVID-19-ს ებრძვის

ქალი, რომელიც უკვე ერთი წელია COVID-19-ს ებრძვის
ქალი, რომელიც უკვე ერთი წელია COVID-19-ს ებრძვის

ჯორჯ ჰენკენი ბრიტანელი კინოპროდიუსერია, რომელიც უკვე ერთი წელია კორონავირუსს ებრძვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

როგორც თავად ჯორჯი აღნიშნავს, დღეს მას ავადმყოფობის იუბილე აქვს. კორონავირუსით ის ზუსტად ერთი წლის წინ დაინფიცირდა და დღემდე ავადმყოფობს.

”ერთი წელი გავიდა ჩემი ძველი ცხოვრების დასრულებიდან და არ ვიცი ისევ შევძლებ თუ არა მის დაბრუნებას", - განაცხადა ჯორჯ ჰენკენმა The Guardian-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. 

მისი თქმით ყველაფერი ხველებით დაიწყო და სუნთქვის გაძნელებაში გადაიზარდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, მან სამი თვე საწოლში გაატარა. ამას მოჰყვა კუნთების ძლიერი ტკივილი კიდევ ექვსი თვის განმავლობაში, ასევე თავბრუსხვევა, სისუსტე და ტკივილი წელის არეში. როგორც ჰენკენი აღნიშნავს, დაავადების გარკვეული სიმპტომები მას დღემდე აღენიშნება, კერძოდ თავისტკივილი და გონების დაბინდვა.

ბრიტანეთში კორონავირუსის ხანგრძლივი სიმპტომების სამკურნალოდ დამატებით 18.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყო, რომელიც 70 ახალი კლინიკის მშენებლობას მოხმარდა.

ამჟამად, მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსის სიმპტომები. თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტების 40%-ზე მეტს დაავადების სიმპტომები გამოჯანმრთელებიდან სულ მცირე ოთხი კვირა მიჰყვებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system