თავში

ქალი შეყვარებულს 9 თვის განმავლობაში ატყუებდა, რომ ორსულად იყო

ქალი შეყვარებულს 9 თვის განმავლობაში ატყუებდა, რომ ორსულად იყო
ქალი შეყვარებულს 9 თვის განმავლობაში ატყუებდა, რომ ორსულად იყო

ბრიტანელი ქალი ყოფილ შეყვარებულს, ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ცხრა თვის განმავლობაში ატყუებდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror იუწყება.

ჟაკლინ მაკგოუენი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მისამაგრებელ მუცელს ატარებდა და შეყვარებულსა და მის ოჯახს ამ გზით ატყუებდა. მაკგოუენი შეყვარებულის დედას არარსებული ბავშვის ყალბი  ულტრაბგერითი გამოკვლევის სურათებსაც უგზავნიდა და მშობიარობის დეტალებს გეგმავდა. 

თუმცა, მოგვიანებით, ქალის ქცევა შეიცვალა. მაკგოუენმა  "ბავშვის" მამას ექიმთან გაყოლა აუკრძალა, შემდეგ კი განუცხადა, რომ მის აღზრდაში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდა. საბოლოოდ, კი მაკგოუენმა ყოფილი შეყვარებულის ძმას უთხრა, რომ სინამდვილეში შვილს მისგან ელოდებოდა. 

ბრიტანელმა ქალმა დანაშაული სასამართლოს წინაშე აღიარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system