თავში

ქალმა სამხრეთ პოლუსზე მარტომ იმოგზაურა

ქალმა სამხრეთ პოლუსზე მარტომ იმოგზაურა
ქალმა სამხრეთ პოლუსზე მარტომ იმოგზაურა

პრეტ ჩანდიმ სამხრეთ პოლუსზე სათხილამურო მოგზაურობა გამართა. მან  40 დღის განმავლობაში 1126 კმ გაიარა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა CNN travel წერს.

ქალმა ექსპედიციის შესახებ საკუთარ ბლოგზე ისაუბრა. პრეტ ჩანდიმ მოგზაურობა  2021 წლის 7 ნოემბერს დაიწყო და 2022 წლის 3 იანვარს დაასრულა. 

"მოგესალმებით! სამხრეთ პოლუსზე ვიმყოფები, სადაც თოვს. ახლა ძალიან ბევრ ემოციას ვგრძნობ. ჯერ კიდევ სამი წლის წინ  პოლარული სამყაროს შესახებ არაფერი ვიცოდი და ჩემი აქ ყოფნა ძალიან სიურრეალურია. აქ მოხვედრა რთული იყო,  მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის", - განაცხადა მან.

მან მოგზაურობა  ჰერკულესის ყურედან დაიწყო.  45-დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მას 90 კილოგრამიანი ბარგი დაჰქონდა თან, რომელიც სხვადასხვა საჭირო ნივთებით, მათ შორის, საწვავით, საძილე ტომრით და საკვებით იყო სავსე. 

ექსპედიციის დაწყებამდე ქალი საფრანგეთის ალპებში, ისლანდიასა და გრენლანდიაში ვარჯიშობდა.

"მინდა  ადამიანებს მოვუწოდო, რომ  თავიანთი საზღვრები გადალახონ და  საკუთარი თავის ირწმუნონ. შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რაც გინდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩვეულებრივი საქმით დავკავებულიყავი, მაგრამ საკუთარ ნორმას თავად ვქმნით", - აცხადებს პრეტი.

ანტარქტიდიდან დაბრუნების შემდეგ, პრეტ ჩანდი გეგმავს ქალთა ფონდი შექმნას, სახელწოდებით Go Fund Me.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system