თავში

კანაფის ინდუსტრია - ახალი ფაკულტეტი კოლორადოს უნივერსიტეტში

კანაფის ინდუსტრია - ახალი ფაკულტეტი კოლორადოს უნივერსიტეტში
კანაფის ინდუსტრია - ახალი ფაკულტეტი კოლორადოს უნივერსიტეტში

კოლორადოს უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ძირითად სპეციალობად კანაფის კულტურა და მასთან დაკავშირებული საკითხები აირჩიონ. ამის შესახებ ინფორმაციას Denver Post ავრცელებს. 

პროგრამას სახელად "კანაფი, ბიოლოგია და ქიმია" ერქმევა. მიმართულების ხელმძღვანელის, დევიდ ლემფულის თქმით, სასწავლო კურსის მიზანი მცენარის სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებაა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტი მარიხუანას მოხმარების საკითხს არც ემხრობა და არც აკრიტიკებს. 

"ფაქტია, ამ კულტურის ინდუსტრია სულ უფრო მეტად გაიზრდება. გვინდა, ჩვენი სტუდენტები მომზადებულები იყვნენ", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system