თავში

კარანტინის დროს მეპატრონემ ძაღლი ისე "გაკრიჭა", რომ მისი ცნობაც გაგიჭირდებათ

კარანტინის დროს მეპატრონემ ძაღლი ისე "გაკრიჭა", რომ მისი ცნობა
კარანტინის დროს მეპატრონემ ძაღლი ისე გაკრიჭა, რომ მისი ცნობაც გაგიჭირდებათ

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ პირველადი აუცილებლობის პროდუქტებია ხელმისაწვდომი და მაღაზიების, აფთიაქებისა და საკვები ობიექტების გარდა, ყველაფერი დროებით დაკეტილია. 

ამის გამო, ჰერმიონ ოლივიამ საკუთარი ძაღლის გაკრეჭა თვითონ გადაწყვიტა. შედეგი კი, Instagram- ზე გამოაქვეყნა. 

ჰერმიონმა 2 ფოტო ატვირთა, რომელიც ძაღლს ვარცხნილობის გაკეთებამდე და შემდეგ წარმოგვიდგენს. შედეგით კი, კმაყოფილი ნამდვილად არ დარჩა და ამას სასაცილო უწოდა. 

მან ცხოველების პატრონებს რჩევა მისცა, რომ ამის გაკეთება სახლის პირობებში არ ღირს, რადგან იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ძაღლის ახლანდელი ვიზუალი ადამიანებმა სხვადასხვანაირად შეაფასეს. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ის კენგურუს გავს ზოგმა კი, სააღდგომო კურდღელსაც მიამსგავსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system