თავში

კარლ ჰარცელი: ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად დიდ პარტიას ველოდებით

კარლ ჰარცელი: ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად დიდ პარტიას ველოდებით
კარლ ჰარცელი: ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად დიდ პარტიას ველოდებით

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბატონ ჰანს ჰენრი კლუგეს, საქართველოში მისი ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მათ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის ევროკავსირის მიერ გაწეული მხარდაჭერის სტატუსი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშორმლობის შემდგომი განვითარება განიხილეს. 

მიმდინარე პანდემიის პერიოდში ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისათვის 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად. უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას. ჯანმრთელობისმსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად აგრეთვე განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობა გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system