თავში

კატებს დღეში ერთხელ ჭამა ჰყოფნით?

​კატებს დღეში ერთხელ ჭამა ჰყოფნით?
კატებს დღეში ერთხელ ჭამა ჰყოფნით?

კანადელი მეცნიერების დაკვირვებით, კატების დღეში მხოლოდ ერთხელ გამოკვება მათ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

მეცნიერებმა დღის განმავლობაში ყოველი კვების შემდეგ კატების მდგომარეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ კვების რაოდენობის შემცირება ამცირებს მათი გასუქების რისკს და მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ექსპერიმენტში 8 შინაური კატა მონაწილეობდა. ყველა კატას ერთი და იგივე რაოდენობის საკვებს იღებდა, თუმცა რეჟიმი სხვა და სხვა იყო. ნაწილს დღეში ოთხჯერ, ნაწილს კი დღეში მხოლოდ ერთხელ აჭმევდნენ.

ექიმები კატების სუნთქვასა და სისხლს სინჯავდნენ და ცხოველების აქტიურობას, განწყობასა და მეტაბოლურ პროცესებს აკვირდებოდნენ.

იმ კატების, რომლებიც დღეში ერთხელ ჭამდნენ, ფიზიკურ აქტივობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დანარჩენების, თუმცა მთლიანობაში ყველა ერთსა და იმავე რაოდენობის ენერგიას ხარჯავდა.

კატები, რომლებიც დღეში ერთხელ ჭამდნენ, უკეთესი მადითა და განწყობით გამოირჩეოდნენ. მათ კუნთები უფრო განუვითარდათ.

სპეციალისტების დაკვირვებით, შიმშილის ფაზისა და დანაყრების მონაცვლეობა კარგად აისახება კატების ჯანმრთელობაზე. სწორედ ასე ცხოვრობენ ველური კატები, რომლებიც ნადირობის წინ შიმშილობენ და შემდეგ კარგად ნაყრდებიან.

მიუხედავად ამისა, ვეტერინარები აცხადებენ, რომ  ეს ზოგადი დაკვირვებაა და კვლევას გაგრძელება სჭირდება. ყველა ცხოველს კი პატრონი მაინც ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system