თავში

ხელოვნური ინტელექტი ანტიკურ ტექსტებს გაშიფრავს

​ხელოვნური ინტელექტი ანტიკურ ტექსტებს გაშიფრავს
ხელოვნური ინტელექტი ანტიკურ ტექსტებს გაშიფრავს

ძველი ბერძნული და სხვა ანტიკური ტექსტების გასაშიფრად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ. DeepMind-მა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნა სისტემა, რომელიც მეცნიერებს ფრაგმენტული ჩანაწერებისა და დამტვრეულ ქვებზე ამოტვიფრული სიტყვების აღდგენაში დაეხმარება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნილი ტექსტების დეტალები ისტორიის, ლიტერატურისა და ანთროპოლოგიის შეუცვლელი წყაროა. არქეოლოგებს ბევრი ასეთი არტეფაქტი აქვთ აღმოჩენილი, თუმცა მათი ერთმანეთთან დაკავშირება და საერთო შინაარსის გამოტანა კაცობრიობამ ჯერ ვერ შეძლო.

საშიფრი ალგორითმი შექმნილია. მისი ავტორები ამბობენ, რომ ის 70%-ის სიზუსტით მუშაობს. პროგრამისტებისა და მეცნიერების ჯგუფი უკვე ამზადებს ციფრულ ბაზას, სადაც აქამდე გაუშიფრავი ყველა ანტიკური ტექსტი იქნება შეტანილი. მომდევნო ეტაპზე კი საქმეში ხელოვნური ინტელექტი ჩაერთვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system