თავში

ხის ახალ სახეობას ლეონარდო დიკაპრიოს სახელი უწოდეს - PHOTO

ხის ახალ სახეობას ლეონარდო დიკაპრიოს სახელი უწოდეს
ხის ახალ სახეობას ლეონარდო დიკაპრიოს სახელი უწოდეს - PHOTO

სამეფო ბოტანიკური ბაღის მეცნიერებმა ხის ახლად აღმოჩენილ სახეობას მსახიობ ლეონარდო დიკაპიროს პატივსაცემად Uvariopsis dicaprio დაარქვეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხის ეს სახეობა მხოლოდ  კამერუნის ტროპიკულ ტყეებში იზრდება. 

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ Uvariopsis dicaprio 2022 წელს აღმოჩენილი ხის პირველი სახეობაა.

პატარა ტროპიკულ მარადმწვანე ხეს, ყვითელი ყვავილები აქვს, რომლებიც  მისი ღეროდან იზრდება. ის მიეკუთვნება ანონოვის ოჯახს. დღეს ეს ხე გადაშენების პირას დგას.

მეცნიერებმა ხეს ამერიკელი მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოს სახელი დაარქვეს, რათა პატივი მიაგონ მის ძალისხმევას აფრიკის ველური ბუნების შენარჩუნებაში. სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა ებოს ტროპიკული ტყე გაჩეხისგან.

„ჩვენ გვჯერა, რომ დიკაპრიომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ებოს ტყის გადარჩენაში“, - აცხადებს მარტინ ჩიკი, სამეფო ბოტანიკური ბაღის მეცნიერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system