თავში

კლავიატურა, რომლითაც წერა სამჯერ უფრო სწრაფადაა შესაძლებელი

კლავიატურა, რომლითაც წერა სამჯერ უფრო სწრაფადაა შესაძლებელი
კლავიატურა, რომლითაც წერა სამჯერ უფრო სწრაფადაა შესაძლებელი

კლავიატურით დიდი ტექსტის ბეჭდვა საკმაო დროსა და კონცენტრაციას მოითხოვს, ამიტომ სტარტაპ CharaChorder-მა შექმნა კლავიატურა, რომლის დახმარებითაც წერა სამჯერ უფრო სწაფადაა შესაძლებელი. ახალი გამოგონება კრაუდფანდინგურ ვებ-გვერდ Kickstarter-ზე უკვე ჩაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას Newatlass ავრცელებს.

ინოვაციური კლავიატურის ღირებულება $299-ია. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, კლავიატურის საშუალებით მომხმარებელი სიტყვის დაწერას მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ასოს კომბინაციით შეძლებს. 

"ჩვენ ვფიქრობთ სიტყვებით და არა ასოებით, მაშინ რატომ უნდა ვწეროთ ასოებით?", - აცხადებენ კლავიატურის შემქმნელები. 

ინოვაცია სახელწოდებით CharaChorder Lite ვიზუალურად ჩვეულებრივ კლავიატურას ჰგავს და მისი გამოყენება ტრადიციულადაცაა შესაძლებელი, თუმცა მთავარი განმასხვავებელი ფუნქცია ისაა, რომ თუ მაგალითად მომხმარებელი რამდენიმე კლავიშს ერთდროულად დააწვება, ეკრანზე მთლიანი სიტყვა უმალვე გამოისახება. რა თქმა უნდა, ყველა სიტყვის ამგვარად დაწერა შეუძლებელია, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვების ამ მეთოდით დაწერისას ბეჭდვის პროცესი გაცილებით სწრაფი გახდება. 

მოწყობილობა თავსებადი იქნება ოპერაციულ სისტემებზე - Mac, Windows, iOS, Android და Linux.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system