თავში

კოლუმბიაში წამყვანს გადაცემის დროს უზარმაზარი ეკრანი დაეცა - VIDEO

კოლუმბიაში წამყვანს გადაცემის დროს უზარმაზარი ეკრანი დაეცა
კოლუმბიაში წამყვანს გადაცემის დროს უზარმაზარი ეკრანი დაეცა - VIDEO

კოლუმბიაში სპორტის გადაცემის წამყვანს პირდაპირ ეთერში უზარმაზარი ეკრანი დაეცა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში აღბეჭდილია, როგორ ეცემა ტელეწამყვანს უზარმაზარი ეკრანი და შემდეგ, როგორი სიძლიერით ურტყამს ის თავს მაგიდას.

ექიმების თქმით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. წამყვანს მსუბუქად დაუზიანდა თავი და მაგიდაზე დაცემის შედეგად კბილი ჩაემსხვრა.

"მათ, ვინც გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მომწერა, უნდა ვუთხრა, რომ მადლობა ღმერთს კარგად ვარ. სამედიცინო შემოწმების, გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოტეხილობა არ არის. მადლობა ყველას, ვინც წუხს ჩემზე", - განაცხადა დაზარალებულმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system