თავში

კომპანია Canon ოფისში მხოლოდ მომღიმარ თანამშრომლებს შეუშვებს

კომპანია Canon ოფისში მხოლოდ მომღიმარ თანამშრომლებს შეუშვებს
კომპანია Canon ოფისში მხოლოდ მომღიმარ თანამშრომლებს შეუშვებს

კომპანია Canon-მა ჩინეთში მდებარე ოფისში ჭკვიანი კამერები დაამონტაჟა, რომელიც შენობაში მხოლოდ გაღიმებულ თანამშრომლებს შეუშვებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს. 

გამოცემის ცნობით, Canon Information Technology-მ  "სამუშაო სივრცის მართვის" სისტემა 2020 წელს დანერგა.

კამერები მხოლოდ იმ თანამშრომლებს აძლევს ოფისში შესვლისა და შეხვედრის ოთახების დაჯავშნის უფლებას, რომლებიც იღიმებიან. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიამ ოფისი უფრო პოზიტიური უნდა გახადოს პოსტ პანდემიის პერიოდში.

ამასთან, ზოგიერთი თანამშრომელი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას აპროტესტებს.

”ახლა კომპანია არა მხოლოდ ჩვენი დროით, არამედ ჩვენი ემოციებითაც მანიპულირებს”, - აცხადებს ერთ-ერთი უკმაყოფილო თანამშრომელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system