თავში

კორონავირუსი ჰაერში მოხვედრიდან 20 წუთში კვდება

კორონავირუსი ჰაერში მოხვედრიდან 20 წუთში კვდება
კორონავირუსი ჰაერში მოხვედრიდან 20 წუთში კვდება

კორონავირუსის ნაწილაკები ადამიანის უჯრედების დაინფიცირების უნარს ამოსუნთქვიდან 20 წუთში 90%-ით კარგავენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, ვირუსი კარგავს გადადების უნარის 90%-ს ჰაერში გავრცელებიდან 20 წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, მეცნიერები ინფექციის შორ დისტანციაზე გავრცელებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. 

კვლევის ხელმძღვანელი პროფესორი ჯონათან რეიდი აცხადებს, რომ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ინფექციის შეკავების ყველაზე კარგი საშუალებაა. 

მკვლევარებმა  ექსპერიმენტები ვირუსის სამ შტამზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ჰაერში გამოფრქვევის  შემდეგ მათი სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. თუმცა, კვლევა ომიკრონ შტამზე არ ჩატარებულა. 

გარდა ამისა, კვლევებით დადგინდა, რომ ჰაერის ტემპერატურა ვირუსული ნაწილაკების ინფექციურობაზე არ მოქმედებს, მაგრამ ტენიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სადაც ტენიანობა 50%-ზე დაბალ დონეზეა  ვირუსმა გავრცელების უნარის ნახევარი 5 წამში დაკარგა, ხოლო როდესაც ტენიანობა 90%-მდე გაიზარდა,  ვირუსმა უფრო ნელა დაკარგა ინფიცირების უნარი.

ამოსუნთქვიდან ხუთი წუთის შემდეგ, ვირუსის დაინფიცირების უნარი  ორჯერ შემცირდა, ხოლო 20 წუთში - 90%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system