თავში

კორონავირუსი ორგანიზმში თვეების განმავლობაში რჩება - კვლევა

კორონავირუსი ორგანიზმში თვეების განმავლობაში რჩება - კვლევა
კორონავირუსი ორგანიზმში თვეების განმავლობაში რჩება - კვლევა

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ განახლებული  კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, კორონავირუსი ფილტვებიდან შეიძლება ადამიანის ყველა ორგანოზე გავრცელდეს. Report.ge-ს ცნობით, შესაბამისი კვლევა Research Square-მ მოამზადა.

კვლევა კორონავირუსით გარდაცვლილ 44 პაციენტზე ჩატარდა.

კვლევის თანახმად, კორონავირუსს რამდენიმე დღეში შეუძლია სასუნთქი გზებიდან გულში, ტვინში და სხეულის თითქმის ყველა ორგანოში გავრცელდეს და ორგანიზმში თვეების განმავლობაში დარჩეს.

გარდა ამისა, ნაშრომიდან კიდევ ერთი დასკვნა გამომდინარეობს - ინფექციის ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია ვირემიული ფაზა - ეს ის შემთხვევაა, როცა კორონავირუსი ადამიანის სისხლში ცირკულირებს, გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და შედის ტვინში. კვლევის თანახმად, ეს მსუბუქი და ასიმპტომური დაავადების მქონე პაციენტებშიც კი ხდება.

ავტორების თქმით, მექანიზმების გაგება, რომლითაც ვირუსი არსებობას აგრძელებს ხელს შეუწყობს ხანგრძლივი კოვიდ პაციენტების მკურნალობის გაუმჯობესებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system